დავით სერგეენკო: გრიპის ვირუსით ავადობის პიკური ეტაპი უკვე გადავიარეთ

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ “ღორის გრიპთან” დაკავშირებით ორი კვირის დინამიკა დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, ავადობის პიკური ეტაპი გადავლილია და კლების ტენდენცია შეინიშნება.
​მან სასწრაფო დახმარების ჯგუფებს მადლობა გადაუხადა აღნიშნულ პროცესში კოორდინირებულად ჩართულობისთვის.
“გრიპის ვირუსით ავადობის პიკური ეტაპი, 277 შემთხვევა, უკვე გადავიარეთ. წინა კვირის მონაცემებით 273-ია. თუმცა რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ დაავადების სიმძიმე გამარტივებულია და ჩვენი ძალისხმევა შევასუსტოთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ასევე, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ამ პროცესში ჩართულობისთვის, ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო იმისა, რომ მოსალოდნელი დიდი გართულებები თავიდან ავიცილეთ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაც, “ტამიფლუსთან” დაკავშირებით, გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ბოლო 2 კვირის დინამიკაში ავადობის შემთხვევები იკლებს, სასწრაფო დახმარების გამოძახებებიც იკლებს, სამედიცინო ცენტრებში პაციენტების ნაკადიც იკლებს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები