ბათუმში გამთენიისას მსუბუქი ავტომანქანები დაწვეს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაცია მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა 06:48 საათზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა იმყოფებოდა, თუმცა ავტომანქანების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეს მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები