სიონის ტაძარში ხვალ პატრიარქს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდიან

სიონის ტაძარში ხვალ, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება, მრევლთან ერთად პატრიარქს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდის.
როგორც წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ყიფშიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, პარაკლისი 18:00 საათზე დაიწყება.
„15 იანვარს, 18:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მცხეთა-თბილისის სამღვდელოება მრევლთან ერთად ვიკრიბებით, რომ საქართველოს პატრიარქს, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის ეკლესიის და ერის წინაშე, გადავუხადოთ სამადლობელი პარაკლისი. ყველას, ვისაც საშუალება გექნებათ, შევიკრიბოთ სიონის ტაძარში“, – აცხადებს მამა გიორგი ყიფშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები