მცხეთის მერის მტკიცებით, ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არ დაკეტილა

„მცხეთის ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არ დაკეტილა“, – ამის შესახებ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მონასტრის დაკეტვა მამა კონსტანტინეს გადაწყვეტილებით მოხდა. მერის განცხადებით, მერიას არ აქვს არანაირი უფლება, მონასტერი დაკეტოს ან გააღოს.
„ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არ დაკეტილა. მამა კონსტანტინეს სურდა, რომ გარემოვაჭრეები გაგვეყვანა. ეს გარემოვაჭრეები დღეს და გუშინ არ დამდგარან იქ, ესენი წლებია ვაჭრობენ. დღეს გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილია ადგილი, რომელიც არ უშლის ხელს არც სავალ ნაწილს და არც მონასტრის ტერიტორიას. დღეს სასულიერო პირებთან კონტაქტი არ მქონია, ტელევიზიებს აძლევენ მითითებას, მერია გაგცემთ პასუხსო. ჩვენ შორის იყო სატელეფონო საუბარი, მითხრეს, რომ თუ არ გავიდოდნენ გარემოვაჭრეები, დაკეტავდნენ მონასტრის ტერიტორიას, მიიღეს პასუხი, რომ მონასტრის დაკეტვა არ არის კარგი იდეა. არ მგონია, ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება დაკეტვასთან დაკავშირებით ვინმემ დადებითად შეაფასოს. ეს პრობლემა საპატრიარქოს მხრიდან უნდა მოგვარდეს. მერიას არ აქვს არანაირი უფლება, მონასტერი დაკეტოს ან გააღოს“, – განაცხადა მცხეთის მერმა.
ცნობისთვის, საპატრიარქოში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაიხსნება მცხეთის ჯვრის მონასტერი. ამასთან, როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, მონასტერი გარევაჭრობის გამო დაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები