“წარმოუდგენელი რაღაცები ხდება ქვეყანაში, მცხეთის ჯვრის მონასტერი დაკეტილია”

მცხეთის ჯვრის მონასტერი დაკეტილია, – ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.
როგორც მათი პოსტებიდან ირკვევა, ტაძრის კარიბჭის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მიიღო.
გადაწყვეტილების მიზეზი კი წინამძღვარსა და გარე მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება გახდა
“წარმოუდგენელი რაღაცები ხდება ქვეყანაში, მცხეთის ჯვრის მონასტერი დაკეტილია!
16 საუკუნის მანძილზე, ეს, მგონი, პირველი შემთხვევაა, მომლოცველები, ტურისტები და დამთვალიერებლები ეზოში ვერ შედიან,
მიზეზი წინამძღვრის და გარემოვაჭრეების ბიზნესინტერესებია, ვერ იყოფენ სავაჭრო ადგილს”, – წერს ერთ-ერთი ფეუსბუქმომხმარებელი.
“ჯვრის მონასტერი დაკეტეს მღვდლებმა…..! მაგათი საკუთრებაა, გამოდის…!
გადაუარეს ისტორიასაც. თავგასულობის პიკი”, -წერს კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი.
ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით სტატუსს კიდევ ერთი მოქალაქე აქვეყნებს:
“ჯვრის მონასტერი დაკეტეს მამაოებმა. ტაძრის წინ დგანან და არავის უშვებენ შიგნით, არც არაფერს ამბობენ.
მეორე მხარეს გარემოვაჭრეები დგანან. მღვდლებმა დახლები აალაგებინეს და სანამ არ წახვალთ, ტაძარს არ გავაღებთო.
პოლიცია არ მოსულა. არც მცხეთის მუნიციპალიტეტიდანაა ვინმე. არც ძეგლთა დაცვიდან. “იმედის” და “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები არიან მხოლოდ. ოფიციალურად, გარევაჭრობა აქ არ აუკრძალავთ. მამაოების გადაწყვეტილებაა, ეს ხალხი გაყარონ აქედან. მართლმადიდებლურ ახალ წელს გილოცავთ”, – წერს კიდევ სხვა მოქალაქე.
სასულიერო პირები განმარტავენ, რომ ტაძრის კარი მრევლს ქალაქის მერმა ჩაუკეტა და ისინი მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღასრულებენ.
საპასუხოდ, მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება მას არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები