ბარაკ ობამა: უკრაინელ ხალხს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას, უკრაინის მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ უკრაინელ ხალხს უფლება აქვს, თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი.
“ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპზე, რომ ნებისმიერ ერს აქვს აზრის თავისუფლად და მშვიდობიანი გზით გამოთქმის უფლება”, – აღნიშნა ბარაკ ობამამ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონმა არაერთხელ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებასა და დემონსტრანტებს კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური არასტაბილურობის გამოსწორებისთვის საჭირო ზომებს მიიღებს, იმის მიუხედავად, კონგრესი თანახმა იქნება თუ არა. მან სიტყვა დადო, რომ ისეთ ზომებს მიმართავს, რომელთაც კანონის შეცვლა არ დასჭირდება. მან ასევე განაცხადა, რომ ფედერალური სამსახურის მუშაკებს ხელფასი მაქსიმალურად აუწია.
“დაე, ეს წელი იყოს მოქმედების წელი”,- განაცხადა ბარაკ ობამამ.