კალაძე ცილისწამების შესახებ კანონზე: ძალიან ხშირია ე.წ. ფეიკ ნიუსები, რომელსაც ყველა განვითარებული სახელმწიფო ებრძვის

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ე.წ. ფეიკ ნიუსები ბევრ ევროპულ ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს და მას ბევრი განვითარებული ქვეყანა ებრძვის.
აღნიშნული კომენტარი კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებშიც უკვე დაიწყეს ამაზე მუშაობა, იმიტომ, რომ ძალიან ხშირია ე.წ. ფეიკ ნიუსები, რომელსაც ყველა განვითარებული სახელმწიფო ებრძვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობაც თუ აუცილებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომ ცვლილებები განვახორციელოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებასთან დაკავშირებულ კანონზე დისკუსიისთვის მზადაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცილისწამებაზე კანონის საჭიროების შესახებ პრეზიდენტის მოსაზრებას ეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები