თამარ ჩუგოშვილი: ვფიქრობ, რომ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს

0

ვფიქრობ, რომ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. ეს არის ჩემი განცდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის შეფასებით, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს, ვიდრე არ გაწერს ყველაფერს, რაც გასაწერია კანონმდებლობაში, კონკრეტულ გვარებზე მსჯელობა არამართებულია.
„ვფიქრობ, რომ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. ეს არის ჩემი განცდა. მე ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ უმრავლესობა არის წინააღმდეგი ამ სიის მხარდაჭერის, როგორც კონკრეტული გვარების, ისე იმის გამოც, რა ფორმით მოხდა სიის შემოთავაზება პარლამენტისთვის, წინასაახალწლოდ, განუხილველად, შესაბამისი დისკუსიების და მსჯელობის გარეშე და გამოიწვია კიდეც საზოგადოების გულისწყრომა. არ მგონია, რომ ჩვენ ამ სიას უნდა მივუბრუნდეთ. არ მგონია, რომ საერთოდ უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ გვარებზე, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს, ვიდრე არ გაწერს ყველაფერს, რაც გასაწერია კანონმდებლობაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი