გედევან ფოფხაძე: ვინც ცდილობდა ეკა ბესელიას ჩაჩოჩებას, ის უხსნიდა ამ მოსამართლეთა სიას გზას

ვინც ცდილობდა ეკა ბესელიას ჩაჩოჩებას, ის უხსნიდა ამ მოსამართლეთა სიას გზას, – ამის შესახებ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
„ვინც ცდილობდა ეკა ბესელიას ჩაჩოჩებას, ის უხსნიდა ამ მოსამართლეთა სიას გზას. როდესაც ვთქვი, რომ მინდოდა, „ოცნებიდან“ წავსულიყავი, რადგან გუნდში ვხედავდი მოძრაობებს, ნაბიჯებსა და ქცევას, რაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის ღირებულებებთან არ მოდიოდა თანხვედრაში, ჩემმა მეგობრებმა, იგივე დათო ჭიჭინაძემ, ეკა ბესელიამ და სხვებმა, მითხრეს, რომ არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გუნდის წინაშე და შენი ყოფნა საჭიროა, რათა დავაფიქსიროთ პოზიციაო”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, ეკა ბესელია ცალსახად ამბობდა, რომ ეს იყო სასამართლოს საკითხი.
ფოფხაძე აცხადებს, რომ ეკა ბესელიამ ვიცესპიკერობა მოსამართლეთა სიის მიმართ ლოიალურობაში არ გაცვალა.
„როცა დაიწყო საუბარი ეკა ბესელიას შესაძლო გადასვლაზე კომიტეტიდან, მისი პირობა იყო, რომ მაშინ ზარდიაშვილიც არ უნდა ყოფილიყო კომიტეტში. რატომ არ ისმის კითხვა, პირველმა მოადგილემ რატომ დაწერა განცხადება. თუ პირველი მოადგილე არ დაწერდა, ეკა ბესელია საერთოდ არ დაწერდა განცხადებას“, – აღნიშა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები