გედევან ფოფხაძე: დღეს ეკა ბესელია არის ყველაზე ახლოს თავის გუნდთან

ეკა ბესელია დღეს რომ არის გუნდის ერთგული, შეიძლება, ასეთი ერთგული არასოდეს ყოფილა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ეკა ბესელია ყველაზე ახლოსაა თავის გუნდთან.
„ეკა ბესელია დღეს რომ არის გუნდის ერთგული, შეიძლება, ასეთი ერთგული არასოდეს ყოფილა. დღეს ეკა ბესელია არის ყველაზე ახლოს თავის გუნდთან და მიმაჩნია, რომ თუ ოდესმე იყო საუბარი ეკა ბესელიას გაყვანაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან, მოტივაცია იყო ერთადერთი, რომ კომიტეტი, უკაცრავად ჟარგონისთვის, „პრახადნოი დვორად” ქცეულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენილი სიისთვის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები