დავით ჭიჭინაძე: ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება

„კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა ორჯერ მიუტოვეს ბესელიას კომიტეტი, იქიდან დაიწყო ეს დაპირისპირება, თუნდაც კონსტიტუციაში ჩანაწერებთან მიმართებაში, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.
ამასთან, დეპუტატი განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ შარშან დაიწყო.
მისივე თქმით, სწორედ ამ დაპირისპირების გამო თავადაც დატოვა მმართველი გუნდი.
„ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება. როდესაც რაღაცას ვიხსენებთ, უნდა გავიხსენოთ ყველაფერი. ჩემი დაპირისპირებაც თავიდან ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ეს გუნდი დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, მერე კვირიკაშვილს, ამიტომ ამ ადამიანებისთვის თუ შეიძლება დაპირისპირება, ე.ი. ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა ზევით გუნდში დაპირისპირების წახალისება.
თქვენ გახსოვთ, კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა ორჯერ მიუტოვეს ბესელიას კომიტეტი, იქიდან დაიწყო ეს დაპირისპირება, თუნდაც კონსტიტუციაში ჩანაწერებთან მიმართებაში, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. მათ კიდევ უფრო გამარტივებულად უნდოდათ, რომ იუსტიციის საბჭოსთვის დაკომპლექტების წესი შეეცვალათ, რომ იქ პარლამენტი საერთოდ ჩარეულიყო“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები