მარნეულში თენგიზ აბულაძის ფილმის – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ჩვენება გაიმართება

11 იანვარს, 15:00 საათზე, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, თენგიზ აბულაძის ფილმის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ჩვენება თენგიზ აბულაძის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყობა.
თენგიზ აბულაძემ ფილმი 1962 წელს გადაიღო ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

როლებში:
სერგო ორჯონიკიძე (ზურიკელა)
სესილია თაყაიშვილი (ოლღა ბებია)
ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ილიკო)
გრიგოლ ტყაბლაძე (ილარიონი)
მანანა აბაზაძე (მერი)
კირა ანდრონიკაშვილი, უმცრ (ცირა)
თენგიზ დაუშვილი (კუკური)
სოსო გოგიჩაიშვილი (აგიტატორი)
შალვა ხერხეულიძე (ამბაკო)
ალექსანდრე გომელაური (ანტიფო)
ვახტანგ სულაქველიძე (ქიმიის მასწავლებელი)
მიხო ბორაშვილი (რომული)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები