პაატა იმნაძე: აცრის შემდეგ ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ, შესაბამისად, თუ ამ პერიოდში ავად გახდებით აცრას არ დააბრალოთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, დღესაც შესაძლებელია აცრის გაკეთება, თუმცა იმ პირს, ვინც აიცრება, ორი კვირა იმუნიტეტი არ ექნება. ამიტომ მისივე განმარტებით, თუ პაციენტი ამ პერიოდში გახდება ავად, ეს არ უნდა დაუკავშიროს აცრას.
„დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ. შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს“, – განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, მისი ინფორმაციით, ამერიკაში წელიწადში 160 მლნ ადამიანი იცრება, თუმცა გრიპის ვირუსი მაინც ვრცელდება.
„სხვა აცრებისგან განსხვავებით, გრიპის აცრა დაავადებისგან აბსოლუტურად არ იცავს, აცრილების დაახლოებით 30 პროცენტი შესაძლოა, გახდეს ავად, მაგრამ აცრა მძიმე გართულებებისგან იცავს“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები