თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვახტანგ ნინუას, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსებიძის, შარტავას და კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მზია ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ლეო კვაჭაძის, ივანე ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, დგებუაძის და გვარამიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქვემო და ზემო ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, გოთუას, გაგარინის, შარტავას, დარასელიას, არშბას, ლვოვის, ონიაშვილის, ზოვრეთის, ოდესის, ისაკაძის, ანაგის, თაბუკაშვილის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის და ოჩამჩირის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნავთლუღის, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, გოგჩას, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ახალი არსენალის პირველი და მეორე ქუჩების, რეხის მეორე, ბოდავის მეორე, ასპინძის მეორე, ლამის მესამე, ახუთის, არგვეთის, რეხის, ქურდიანის, თოფურიძის, ცოტნე დადიანის, ქვალონის, თვალჭრელიძის, გაბისკირიას, ზუგდიდის, დიღომბარის, პეტრე ბაგრატიონის, სტურუას, მახათას, მანგლისის, მახალდიანის, კელაპტრიშვილის, რაულს ეშბას, ალექსანდრე ყანჩელის, სალიების, ტერენტი გრანელის, ჩეჩელაშვილის, ტყეშელაშვილის და ბიჩინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები