“დედას შევთავაზეთ, რომ სტაციონარში მოეთავსებინა, თუმცა უარი განგვიცხადა” – რას აცხადებენ ცენტრ “იავნანაში” გარდაცვლილი ბავშვის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერბუკში გარდაცვლილი ცხრა თვის ბავშვი წითელას და ფილტვის ანთების დიაგნოზით მკურნალობას თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. როგორც ირკვევა ექიმების შეთავაზების მიუხედავად, ბავშვის დედამ კლინიკაში შვილი არ დატოვა. მდგომარეობის გართულების შემდეგ, ბავშვი გორში, დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანაში” მიიყვანეს. როგორც ,,იავნანას“ მედიკოსები აცხადებენ, სტაციონარულ მკურნალობაზე დედამ კვლავ უარი განაცხადა.
ექიმების თქმით, ბავშვი გორის საავადმყოფოში 31 დეკემბერს, საღამოს საათებში შეიყვანეს მას ტემპერატურული რეაქცია და ხველა აღენიშნებოდა. პაციენტს შესაბამისი დახმარება გაეწია, ბავშვის დედას ექიმებმა შვილის სტაციონარში მოთავსება შესთავაზეს თუმცა, მშობელმა უარი განაცხადა.
“ჩვენ დედას შევთავაზეთ, რომ ბავშვი სტაციონარში მოეთავსებინა, თუმცა ამაზე უარი განგვიცხადა და თქვა, რომ სახლში კიდევ ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები და მათ მეთვალყურეობის გარეშე ვერ დატოვებდა, რის შემდეგაც დააფიქსირა ხელმოწერით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარში მოთავსებაზე“, – აცხადებს “იავნანას” პედიატრი თამილა გოგიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9 თვის ჩვილი გოგონა საკუთარ საწოლში ბებიამ გარდაცვლილი ნახა.ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი ბავშვის დედა კლინიკაშია მოთავსებული და ჩვილს ბებია უვლიდა. დედა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.
ბავშვის ცხედარი ექსპერტზიის ბიუროშია გადასვენებულია, თავდაპირველად ოჯახი მისი გაკვეთის წინააღდეგი იყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა სამართალდამცველებსა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები