მამუკა მდინარაძე: ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოვუფრთხილდეთ

ყოველთვის ვცდილობთ გუნდის შიგნით დავალაგოთ ურთიერთობები, მოვუწოდებ სხვებსაც, რომ ასევე მოიქცნენ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
​”ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოვუფრთხილდეთ. გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ ვსაუბრობთ. ყოველთვის ვცდილობთ გუნდის შიგნით დავალაგოთ ურთიერთობები, მოვუწოდებ სხვებსაც, რომ ასევე მოიქცნენ და ამის შემდეგ თუ გამოუვალ სიტუაციამდე მივა საქმე, მსგავსი საუბრები დაიწყოს შემდეგ. ასე მოხდა შარშანაც, როცა გამოუვალ სიტუაციამდე მივედით და მოუწია ერთ წევრს უმრავლესობის დატოვება”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, ხომ არ აღმოჩნდებიან იმავე მდგომარეობაში ბესელია და ფოფხაძე, მდინარაძე შემდეგნაირად პასუხობს:
“არც ერთ დეპუტატს ამის თქმის საშუალება და უფლება ცალკე, დამოუკიდებლად არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ გუნდის გადაწყვეტილებაზე საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ვისაუბრებთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები