მამუკა მდინარაძე: ჩვენი საერთო ინტერესია სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაძლიერება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კახეთში მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრაზე მოსამართლეების საკითხზე მსჯელობენ.
მისი თქმით, საუბარი არ არის საპარლამენტო უმრავლესობის შიდა ამბებზე და არც პერსონალიებზე.
მოსამართლეების სიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ კითხვები არსებობს მოსამართლეების სიაზე საზოგადოებაში და და ამას პასუხი უნდა გაეცეს.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა არის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივა, ეს პარლამენტის საქმე არ არის. ჩვენი საქმეა, ვიმსჯელოთ ყველა კანდიდატზე ინდივიდუალურად და მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაძლიერება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები