მამუკა მდინარაძე: ვინმეს გარიცხვაზე და საერთოდ, რაიმე მსგავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ ყოფილა

“ვინმეს გარიცხვაზე და საერთოდ, რაიმე მსგავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ ყოფილა. გუნდის შიგნით ამაზე საუბარი არ გვქონია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ კაჭრეთში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მდინარაძეს მიაჩნია, რომ უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ყველა საკითხს განიხილავენ.
„გარწმუნებთ, რომ მაგალითად, ფრაქციის სხდომაზე ვინმეს გარიცხვაზე და საერთოდ, რაიმე მსგავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ ყოფილა. გუნდის შიგნით ამაზე საუბარი არ გვქონია. იმ შემთხვევისთვის მივიღეთ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება, რაც არ იყო დაკავშირებული მოსამართლეების საკითხთან. შეიძლება ვინმე სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ეს უნდა მიებას მოსამართლეების საკითხს და ეს არის მომგებიანი, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. კონკრეტულად ვინმეს დატოვებაზე, გარიცხვაზე ან რაიმე სანქციაზე საუბარი გუნდში არ გვქონია. უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, მათ შორის ამ და სხვა საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა და ეს მოხდება საგაზაფხულო სესიამდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები