ეკა ბესელია: ვგავარ ახლა იმ ადამიანს, რომელსაც კომკავშირული ტერმინებით მოსაუბრეების მუქარის ეშინია?!

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ახლა მისი შესაძლო პარტიიდან გარიცხვაზე მთავარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხია თუ, როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას მომავალში.
მისივე თქმით, ის არ არის ისეთი პიროვნება, რომელსაც მუქარით შეაშინებენ.
„მოდით თავი დავანებოთ ასეთი ტერმინებით ერთმანეთთან საუბარს. რასაც თვითონ კობახიძე უწოდებს გუნდურობას, რომ საჯაროდ არ უნდა დაუპირისპირდე კოლეგას, ეს მან პირველმა დაარღვია. ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ, სხვა ტერმინები არ არის ქართულ ლექსიკონში? უხერხულად ჩანს „გაირიცხება“, „გამოირიცხება“… სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას – როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას ხვალ და ზეგ. ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში, ჩემს თვალწინ შეიქმნა, ვისზე ვლაპარაკობთ ამ არასერიოზული ტერმინებით? ეს სასაცილოა, უხერხულია, კომიკურ სიტუაციაში აყენებს ყველას. არ შეიძლება გამოუცდელობის გამო ასეთი ტერმინებით საუბარი. ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაზე, და არა ამ მუქარაზე. ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ ახლა იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მით უმეტეს, ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან?!“ – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები