ამირან გამყრელიძე სასწავლო პროცესის შესაძლო გადადებაზე: დავაკვირდებით მდგომარეობას და გადაწყვეტილებას მივიღებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსების გამო სასწავლო პროცესის შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის დინამიკაზე დაკვირვების შემდეგ იქნება მიღებული.
​”ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი არის 450 000 – 500 000 მოსახლეზე. დღეს ჩვენ გვაქვს – 254 000. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით, რა მდგომარეობა იქნება და შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები