თამარ ლიჩელისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება
13 იანვარს, 19:30 საათზე, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და მაესტრო დავით მუქერიას მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში განუცხადეს, შესრულდება ედვარდ გრიგის სიმფონიური სუიტა „პერგიუნტი“ და იან სიბელიუსის პირველი სიმფონია.
სოლისტის რანგში წარდგება ცნობილი ქართველი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი – თამარ ლიჩელი, რომელიც შეასრულებს ედვარდ გრიგის კონცერტს ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.