რუსთავში 21 წლის ბიჭი დანით დაჭრეს

რუსთავში 21 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დღის წინ, მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაშავებულ ახალგაზრდას ბარძაყის არეში ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები