დღეიდან, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

დღეიდან, თბილისის, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებაში პაციენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია: შპს “მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუას ქ. N 18. შპს “მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელის ქ. N19. შპს “საოჯახომედიცინისეროვნულისასწავლოცენტრი” მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57. შპს “მედსი: (“ვერე-21”) მის: ქიაჩელის ქ. N 18. შპს “მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები