თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ბენდელიანის და ხრესილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები