თიანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული, ერთ-ერთი გარდაცვლილის მეზობელია

თიანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შს სამინისტრომ ერთ-ერთი გარდაცვლილის მეზობელი დააკავა.
„კვირას“ ინფორმაციით, 32 წლის დავით პატურაშვილი, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობა, ასევე, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ბრალდება, გარდაცვლილ ლადო ოქრომჭედლიძისა და კლინიკის გინეკოლოგის მეზობელია.
„კვირას“ ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი, ცოლ-შვილთან ერთად მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხოლო ექიმი ოჯახთან ერთად – მესამე სართულზე.
მკვლელობის ღამეს, მეზობლების ქეიფი სისხლიანი გარჩევით დასრულდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავები დავით პატურაშვილს რამდენიმე დღე ეძებდნენ და თბილისში დააკავეს. მას ჩადენილი დანაშაულისთვის 16-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით 1990 წელს დაბადებული ვ.ა.-ს და 1961 წელს დაბადებული ო.შ.-ს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 1986 წელს დაბადებულ ნ.ა- ს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. ნ.ა. ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის “ გ” ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები