„მათეს ვნებანის“ პრემიერა და „ქართული კლასიკის“ წარდგენა გაიმართება

8 იანვარს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, ჩრდილების სახელმწიფო თეატრის  „ბუდრუგანა-გაგრას“ სპექტაკლის – „მათეს ვნებანის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლთან ერთად იმ დღეს თარგმანების სერიის „ქართული კლასიკის“ წარდგენაც იგეგმება.„მათეს ვნებანი“ იოჰან სებასტიან ბახის მიხედვით დაიდგა, სპექტაკლის რეჟისორია ჩრდილების თეატრის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გელა კანდელაკი.; მუსიკალური ვერსიის ავტორია თეიმურაზ ბაკურაძე; რეჟისორის ასისტენტები: ქეთევან ჭიტაძე, ვადიმ შუბითიძე.
2018 წელს კინოცენტრ „ქართული ფილმი-აფხაზეთსა“ და ცნობილ ამერიკულ გამომცემლობა Nova Science Publisher-ს შორის თანამსრომლობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანია რჩეული ქართველი მეცნიერების ნაშრომების თარგმნა ინგლისურ ენაზე, მათი გამოცემა და მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებში გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები