დიდი საახალწლო სიურპრიზი – მოზარდმაყურებელთა თეატრში „ურჩხული და ლამაზმანი“ 7 იანვრის ჩათვლით დაიდგმება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი, 7 იანვრის ჩათვლით, მიუზიკლს „ურჩხულს და ლამაზმანს“ მასპინძლობს. სპექტაკლის დასაწყისი:  13:00/16:00.
როგორც „კვირას“ მოზარდმაყურებელთა თეატრიდან აცნობეს, მიუზიკლი დიდი საახალწლო სიურპრიზია მნახველისთვის.
მიუზიკლისთვის საგანგებოდ ითარგმნა ქართულად სიმღერის ტექსტები, ხოლო ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმანის ცნობილი მუსიკის გარდა, სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა რამდენიმე მუსიკალური თემა.
პროექტის ავტორია ლევან გვაზავა, დამდგმელი რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი – ნინო კიტია, მუსიკალური კონსულტანტი და ქორმაისტერი – ალექსანდრა ლორთქიფანიძე, ქორეოგრაფი – ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ადაპტირებული ტექსტის ავტორი – ანა მირიანაშვილი, ვიდეოინსტალაცია – ლევან გვაზავა, ტექნიკური რეჟისორი – ნათია ბოშიშვილი.
მონაწილეობენ: თეკლა ჯავახაძე, შალვა ანთელავა, თამარ ცქვიტინიძე, ლევან გვაზავა, ია ჭილაია, სალომე მაისაშვილი, თამარ ლორთქიფანიძე, ნინო მუმლაძე, ეკატერინე შარიქაძე, ბადრი გვაზავა, რატი ნავაძე, თამარ ტყემალაძე, ნინო არჩაია, ხატია მელქაძე, რამონა მიქელაძე, სოფო ფერაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ჭანუყვაძე, ანა ხუროშვილი, ზურაბ არუსია, რატი გოგუაძე, ვანო დუგლაძე, დიმიტრი თარბაია, ლევან კაციაშვილი, ნიკოლოზ კვანტალიანი, სერგო შვედკოვი.

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში: 2957874, ასევე ვებგვერდზე: biletebi.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები