პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი გახდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ხატია მოისწრაფიშვილი ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ამავდროულად, პრესსპიკერის თანამდებობას იკავებს.
იგი ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებაში ჟურნალისტად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები