სოფო კილაძე: ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევის თემით ნუ შევქმნით ტრაგედიას, არჩევა მოხდა დარღვევით და ამას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი

„გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევა დარღვევით მოხდა და ამას შესაბამისი პასუხი სჭირდებოდა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.
კილაძის თქმით, გედი ფოფხაძის არჩევა ასევე, პოლიტიკურად შეუთანხმებელი იყო.
„როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, დღეს მოხდა გედი ფოფხაძის გაწვევა იურიდიული კომიტეტიდან, რადგან მისი არჩევა იყო პროცედურული დარღვევებით და ასევე, პოლიტიკურადაც შეუთანხმებელი. აქედან ნუ შევქმნით ტრაგედიას. ეს იყო ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, რომელიც მოხდა დარღვევით და ამ დარღვევას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი. აქ მეტი არაფერი მომხდარა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დღეს გაიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები