ირაკლი კობახიძე: ბესელიას და ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან, ინფორმაციის არქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაციაა

„იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი რეგლამენტის უხეში დარღვევა და გუნდურობის პრობლემა იყო“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურა გუნდში უნდა განხილულიყო.
„ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა. ეს გუნდში იყო განსახილველი. ამ ორი მიზეზის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიღებულიყო, რადგან არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილი
ს ლეგიტიმურობას. ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო და ამ შემთხვევაში ეს იყო ფრაქცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიძთ, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან, ეს არის ან ინფორმაციის არქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია.
„რაც შეეხება ეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ეს გადაწყვეტილი და როგორ, ჩვენ ამაზე ნაწილობრივ უკვე გვქონდა საუბარი, შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლას, ამის მიზეზები უკვე განმარტეთ. ყველას მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ, რა იყო მიზეზი და მიიღოთ მეტი ინფორმაცია”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები