„ომეგა ჯგუფმა“ პროდუქციის წარმოება განაახლა

„ომეგა ჯგუფმა“ პროდუქციის წარმოება განაახლა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ომეგამ” აქციზური მარკები მიიღო, რაც მათივე თქმით, იმედის მომცემია, რადგან კომპანია შეძლებს ქვეყნის ბიუჯეტისა და საერთო მომავლის საკეთილდღეოდ თავისი წვლილი შეიტანოს. „ვულოცავთ ახალ წელს “ომეგას” თანამშრომლებს, რომლებსაც მიეცათ საშუალება, რომ დაბრუნებოდნენ თავის სამუშაო ადგილს, აგრეთვე, ვულოცავთ მათ, ვინც ახლო მომავალში დაუბრუნდებიან კომპანიას, რადგან “ომეგამ “ მიიღო აქციზური მარკები, წარმატებულად განაახლა პროდუქციის წარმოება და ეს პროცესი იმედს იძლევა, რომ კომპანია შეძლებს ადრინდელი მოცულობით წარმართოს საქმიანობა ქვეყნის ბიუჯეტისა და საერთო მომავლის საკეთილდღეოდ”, – წერია განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ კომპანიას დავალიანების გამო ფინანსთა სამინისტრომ აქციზების მიწოდებაზე უარი უთხრა და ამ დრომდე „ომეგა ჯგუფის“ სიგარეტის ქარხანა გაჩერებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები