თიანეთში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი
თიანეთის საავადმყოფოს ეზოში დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
ინციდენტის შედეგად, მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი, რასაც შს სამინისტროში ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა.
ის თიანეთში ხარაგაულიდან იყო ჩასული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, დაბა თიანეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.
სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. დანიშნულია ექსპერტიზები.