ახალდაქორწინებულთა ტრაგედიის ახალი დეტალები-ვინ არიან გარდაცვლილები

„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, თბილისში, აეროპორტში გარდაცვლილი ახალგააზრდა ცოლ-ქმრის ვინაობა. ახალდაქორწინებულები, რომლებიც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ, ნაქირავებ ბინაში, ძმამ აღმოაჩინა.
ბესიკ ბარათელი და ია ხაჭვანი დაახლოებით ერთი თვის წინ დაქორწინდნენ. ქორწილი იმერეთში, სამტრედიის რაიონში, სოფელ აბაშაში გადაიხადეს. სწორედ ამ სოფლიდან იყო წარმოშობით ბესიკ ბარათელი. საცხოვრებლად კი თბილისში გადმოვიდნენ. წყვილმა ბინა აეროპორტის დასახლებაში იქირავა. ცოლმა იქვე მაღაზიაში გამყიდვლად დაიწყო მუშაობა.
როგორც “კვირას” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ახალდაქორწინებულებს ყოველ საღამოს სოფლიდან დედა ურეკავდა და მათ ამბებს კითხულობდა.
გუშინ გვიან ღამით, მორიგი ზარის შემდეგ დედას შვილმა არ უპასუხა. ტელეფონის ზარს არც მისი რძალი, ია ხაჭვანი პასუხობდა.
დედამ ცოლ-ქმრის შესახებ ინფორმაციის გარკვევა, მეორე შვილს დაავალა და მათთან სახლში გააგზავნა.
ბესიკ ბარათელის ძმას კარი არავინ გაუღო. მან კარი შეამტვრია და ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს -ში გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
გარდაცვლილებს იმერეთში, სოფელ აბაშაში გადაასვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები