26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნაში 12 ქალაქი იქნება ჩართული
26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნაში 12 ქალაქი იქნება ჩართული, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, 26 მაისთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია. მინისტრის თქმით, ღონისძიების რეჟისორია ლაშა ონიანი.
“იქნება მეტად საინტერესო ღონისძიება. ფაქტობრივად, მთელი რუსთაველის მოედანი, თავისუფლების მოედანი იქნება მოცული. იქნებიან წარმოჩენილი სამინისტროები, თუ რა გააკეთეს და როგორ მუშაობენ. ღონისძიებაში იქნება 12 ქალაქი ჩართული”, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.