თამარ ჩუგოშვილი: მთაწმინდის ოლქში ის ადამიანი უნდა იყოს წარდგენილი, ვინც სიმაპთიითა და რეპუტაციით სარგებლობს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მთაწმინდის ოლქში ის ადამიანი უნდა იყოს წარდგენილი, რომელიც ამ ოლქში განსაკუთრებული სიმაპთიითა და რეპუტაციით სარგებლობს, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნების” არჩევანი ჯერჯერობით უცნობია.

„ჩემი სურვილია, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ის ადამიანი იყოს წარდგენილი, რომელიც სამაჟორიტარო ოლქში განსაკუთრებული სიმაპთიითა და რეპუტაციით სარგებლობს. თუ ამ ოლქში ასეთი პიროვნება იქნება წარმომადგენელი, მგონი, ეს ამომრჩეველს გაახარებს. ჯერ გამიჭირდება გითხრათ, ვისზე გავაკეთებთ აქცენტს გუნდში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები