მაია ფანჯიკიძე გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის სფეროში გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბრიტანეთის სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების, კერძოდ კი კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს ეროპული და ევროატლანტიკური კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრიზისების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, რომელიც ითვალისწინებს ეფექტური კომუნიკაციის სტრუქტურის შემუშავებასა და დაგეგმვას. მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ აფასებს ამ მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ და საექსპერტო მხარდაჭერას, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება.
„გაერთიანებული სამეფო 2009 წლიდან ეხმარება საქართველოს კრიზისების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში. მათი მხარდაჭერით 2009-2014 წლებში ქართულმა და ბრიტანულმა მხარეებმა არაერთხელ გამართეს შეხვედრა ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის. შეხვედრების ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ გაერთიანებული სამეფოს კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემას და მიეღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ბრიტანელი ექსპერტებისგან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისმხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კრიზისების ეფექტურ მართვაში, რის გამოც გაერთიანებული სამეფოს საელჩომ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისების მართვის მხრივ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოცდილების გაზიარება შესთავაზა“, – აცხადებენ სამინისტროში.
გენერალი სერ გარი ჯონსონი 90-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები