ყოფილმა მასწავლებელმა მეგობარი პოეზიის კრიტიკის გამო მოკლა

   რუსეთში ყოფილმა მასწავლებელმა მეგობარი პოეზიის კრიტიკის გამო მოკლა. გამოძიების მიხედვით, 20 იანვრის ღამით მამაკაცი ქალაქ ირბიტში, საკუთარ სახლში 67 წლის მეგობართან ერთად სვამდა. მათ იკამათეს, თუ რომელი ლიტერატურული ჟანრი – პროზა თუ პოეზიაა უფრო მნიშვნელოვანი. სახლის მფლობელი მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ პროზა არის ნამდვილი ლიტერატურა. მისმა სტუმარმა კი, რომელსაც პედაგოგიური განათლება ჰქონდა და უწინ მასწავლებლად მუშაობდა, პოეზიას დაუჭირა მხარი.
რამდენიმესაათიანი ლიტერატურული კამათის შემდეგ 53 წლის პოეზიის მოყვარულმა ოპონენტი დანით მოკლა, შემდეგ კი მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მოგვიანებით დამნაშავე დააკავეს, რომელიც მეზობელ სოფელში ახლობელთან იმალებოდა. ახლა ყოფილ პედაგოგს ირბიტიდან 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები