რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტორეპორტაჟი)
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულთა მეცხრე დაჯილდოება გაიმართა.
პირველი პრემიის მფლობელი გახდა გიორგი სოსიაშვილი – „მავთულხლართი“ (500 ლარი);
მეორე პრემია გადაეცა დავით შემოქმედელს – „რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში“ (300 ლარი);
მესამე პრემია კი ზურაბ პაპიაშვილს ერგო – „უფლის რჩეული“ (200 ლარი).
საუკეთესო მოთხრობების ავტორები დაჯილდოვდნენ პრიზებით – ნათია როსტიაშვილი, ლევან ლორია, აკაკი დაუშვილი, თემურ ჭახნაკია, ეკატერინე ბაზერაშვილი, ლევან გელაშვილი, ვაჩე კუპატაძე, ქეთა კოხტაშვილი, ანდრო ბუაჩიძე, სალომე გოგოლაძე.
წელს, პირველად, პრიზი გაიცა ნომინაციაში „კალმის ოსტატი“, რომელიც მწერალ ანდრო ბუაჩიძეს ერგო.
პრიზების ავტორები არიან: ნელი გოგუაძე, ქეთა დიდიშვილი, რეზო (ემელიანე) ადამია, ნინი მენაბდე, ნატო სირბილაძე, ქეთევან შენგელია, მარი თაბაგარი, ეთერ თედიაშვილი, გულიკო ზუმბაძე, თამარ შაიშმელაშვილი, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელი ბესიკ ღვინაშვილი, ნინო ზედელაშვილი, მარიკა ზედელაშვილი, ხათუნა რაქვიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები – იზო სამუშია და ცისმარ ყურაშვილი…
საღამოზე წარდგნენ: კომპოზიტორი, მომღერალი და შემსრულებელი ია მაისაია;
კვარტეტი „დრონი“ – ლადი მეტრეველის, დათო ღვალაძის, ივა მიროშნიჩენკოს და გიორგი ხატიაშვილის შემადგენლობით;
რევაზ ინანიშვილის სახელობის 159-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები (პედაგოგი მარინა ბედოშვილი)…
წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 104 ნაწარმოები შემოვიდა კონკურსზე. ფინალში კი 13 მაღალქულიანი მოთხრობა მოხვდა.
2018 წელს შემოსული ნაწარმოებები შეაფასა კონკურსის ჟიურიმ: პოეტი და ლიტერატურთმცოდნე ქეთევან შენგელია (თავმჯდომარე), პოეტი ჯუმბერ გოგრიჭიანი (ჯუბა ღებელი), მწერალი თამაზ ხმალაძე, ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი.
კონკურსის დამფუძნებელია ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი.
კონკურსის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრმა გულიკო ზუმბაძემ.
რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანადგომით ჩატარდა.
კონკურსის მხარდამჭერები არიან – საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.
დაჯილდოების შემდეგ გაიმართა ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ 2018 წლის მე-4 ნომრის წარდგენა, რომელშიც გამოქვეყნებულია სამი გამარჯვებული მოთხრობა.