ნუკრი ქანთარია: ვნახეთ, მანქანაზე ამძვრალი კირკიტაძე როგორ ცდილობს პოლიციელის გადმოთრევას, რას არ აღიარებს?!

თუ რევოლუციისკენ მიდიან, მაშინ ციხეშიც უნდა წავიდნენ და ბრალიც აღიარონ. თუ დააშავებენ, უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, დღეს საქართველოში „რევოლუციური ამინდი“ არ არის.
„რას არ აღიარებს დავით კირკიტაძე? რომ თავად არ იყო იქ, მისი ტყუპისცალი, ორეული იყო, თუ რა? ყველამ ვნახეთ, მანქანაზე ამძვრალი კირკიტაძე როგორ ცდილობს პოლიციელის გადმოთრევას, როგორ ურტყამს, ხელში რაღაც უჭირავს და ამსხვრევს ფანჯრებს. რას არ უნდა აღიარებდეს, ეს გაურკვეველია. მათი სტრატეგიაა ეს, ალბათ.
საზოგადოება მართლა დაიღალა ამ გრძელვადიანი, საკმაოდ ცუდი საარჩევნო კამპანიით, დაძაბულობით. ახლა ისინი ცდილობენ კვლავ ამ დაძაბულ რეჟიმში იყვნენ. მათაც, მგონი, ეს მაინცდამაინც არ უნდათ, გრიგოლ ვაშაძე თავად აღიარებს, რომ აღარ შეუძლია ასე ცხოვრება, ამ ქვეყანაშიო – ამბობს. შეუძლია წავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება გაატარა. მათი ბელადი ამსტერდამიდან მაქსიმალურად მოუწოდებს, რომ იყვნენ რაც შეიძლება რადიკალურად განწყობილები, რევოლუციურ სურათს მისდიონ. არც იმათ უნდათ, რომ ხათრი გაუტეხონ, არც თავის გაფუჭება უნდათ. ეგრე არ ხდება. თუ რევოლუციისკენ მიადან, მაშინ ციხეშიც უნდა წავიდნენ და ბრალიც აღიარონ. თუ დააშავებენ, უნდა იცოდნენ რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
არავითარი რევოლუციური ამინდი დღეს საქართველოში არ არის“, – განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოთხოვნა ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
„ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლის არის არჩევნები. მოვა 2020 წელი და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა ჩაიბაროს ქვეყნის სადავეები.
ვადამდელი არჩევნები ყოველგავრ ლოგიკას მოკლებულია.
მათ უნდათ გაასწრონ მოვლენებს, არცერთი არ მყავს იქიდან რაღაც გარკვეული რევოლუციური უნარებით დაჯლდოებული ლიდერი. მათ არ ჰყავთ ასეთი ლიდერი. ერთი ჰყავთ მელია, რომელიც აბსოლუტურად გასულია მომსახურეობის ზონიდან , საზოგადოებაში დადებით ემოციებს არ იწვევს, ვაშაძეები არიან კაბინეტის ხალხი“- განაცხადა ქანთაირამ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები