რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან, მათ კარვები გაშალეს(ფოტოკოლაჟი)

“არა სალომეს!” – ამ წარწერებით რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ორი კარავი განათავსეს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს არ დაიშლებიან.
„ჩვენ დღეს დაშლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გავაპროტესტოთ ის მოპარული არჩევნები, რომელიც წაართვეს ხალხს კრიმინალებმა,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მანამდე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი და მათი მხარდამჭერები კახეთიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებიან და უკვე იქ გაკეთდება განცხადებები სამოქმედო გეგმების შესახებ.
ცნობისთვის, დღეს საქართველს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა საღამოს, თბილისში რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები