“ვლადიმერ ჩაჩიბაია, როგორც აქამდე ასრულებდა პასუხისმგებლობით საქმიანობას, მომავალში ისე განახორციელებს”

“თავდაცვის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, უკვე ახალი კონსტიტუციით, თავდაცვის ძალების მეთაურის კანდიდატურას. ჩაჩიბაია, როგორც აქამდე ასრულებდა პასუხისმგებლობით საქმიანობას, ისე მომავალშიც, უკვე ახალ რანგში, განახორციელებს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს თელავში, ინაუგურაციის დაწყებამდე განუცხადა.
“თავდაცვის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, უკვე ახალი კონსტიტუციით, თავდაცვის ძალების მეთაურის კანდიდატურას, ხოლო მთავრობა თავის მხრივ, პრეზიდენტს. მინისტრის პოზიციაა, რომ ჩაჩიბაია, როგორც აქამდე ასრულებდა პასუხისმგებლობით საქმიანობას, ისე მომავალშიც, უკვე ახალ რანგში, განახორციელებს, როგორც თავდაცვის ძალების მეთაური. რა თქმა უნდა, თუ ჩემი წარდგინება მთავრობამ მოიწონა,” – განაცხადა ლევან იზორიამ.
ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თელავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადებისთანავე, ის კადრების განკარგულებაში გადავა. როგორც მან მედიასთან განმარტა, ახალი პრეზიდენტი აღნიშნულ თანამდებობაზე მას ან ნებისმიერ სხვა კანდიდატს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით, მთავრობასთან შეთანხმებით და უშუალო შუამდგომლობით დანიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები