კახეთში, მომიტინგეების აქციაზე დაშავებული ქალი “ჯეო-ჰოსპიტალში” გადაიყვანეს

კახეთში, ველისციხის გზაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ერთ-ერთ მონაწილე, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დახმარება დასჭირდა, გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონი, რომელიც შეუძლოდ გახდა, მუცლის ტკივილმა შეაწუხა.
ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოს 4 ეკიპაჟია მობილიზებული, რათა საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს დახმარება გაუწიონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები