გურჯაანში კვლავ დაძაბული ვითარებაა – ოპოზიცია კიდევ ერთი კორდონის გარღვევას ცდილობს

გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, პოლიციის კიდევ ერთი კორდონის გარღვევას ცდილობენ.
ვითარება კვლავ დაძაბულია. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე და შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეც იმყოფებიან. ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, თელავში ჩასვლას და სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, აქციის გამართვას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები