გურჯაანში აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა

გურჯაანში, სადაც აქციაზე მიმავალი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი შეუძლოდ გახდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა თელავში ჩასასვლელად, ყვარლის გავლით, ალტერნატიული გზა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები