„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერებმა რუსთავში ბლოკის ქვემო ქართლის კანდიდატები წარადგინეს

  „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერებმა: მამუკა კაციტაძემ და ფიქრია ჩიხრაძემ რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქვემო ქართლის კანდიდატები წარადგინეს. რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ბერიძე იქნება; სიის 1-ლი ნომერი: მამუკა გუჯაბიძე; მარნეულის გამგებლობის კანდიდატი შამილ ახუნდოვი; სიის 1-ლი ნომერი: ისლამ ახუნდოვი; გარდაბნის – სიის 1–ლი ნომერი იოსებ ივანაური; ბოლნისის სიის 1–ლი ნომერი შორენა მეფარიშვილი; დმანისის – სიის 1-ლი ნომერი ანზორ ნიკოლოზიანი; წალკის სიის 1-ლი ნომერი ზურაბ გოგიტიძე; თეთრიწყაროს სიის 1-ლი ნომერი კი გიორგი გოცირიძე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები