„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სანზონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა კეტაშვილი იქნება

   სანზონის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ გელა კეტაშვილი დაასახელა. კანდიდატი ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ბლოკის ლიდერებმა წარუდგინეს. როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავა წარდგენისას აღნიშნა, ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთელი – გელა კეტაშვილი კოლორიტული პიროვნებაა თბილისისთვის, რომელიც კარგად იცნობს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს.
ის იზრუნებს თბილისზე და დედაქალაქის საკრებულოში სანზონის მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს. გელა კეტაშვილმა აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი თითოეული სანზონელის ინტერესების დაცვა იქნება. მისი თითოეული ამომრჩეველი იგრძნობს, რომ ამ უბანს რეალურად ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები