ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

0

9 დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებს სამსახური ავრცელებს.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეების ზ.მ.-სა და კ.ა.კ.-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (77 აბი) გამოავლინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა”, – ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი