ევროკომისია და საქართველოს მთავრობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროკომისია და საქართველოს მთავრობა შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ევროკომისია ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, საქართველოსთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ევროკავშირი ასევე ადასტურებს საქართველოს რეფორმების მიმართ ორგანიზაციის მხარდაჭერას და მიესალმება იმ პროგრესს, რაც ამ კუთხით არის მიღწეული.
ქართული დელეგაცია და ევროკომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.