„ახალი ქართული პიესა – 2018“ – კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კონკურსის „ახალი ქართული პიესა – 2018“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სამ გამარჯვებულს, რომელიც 22 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.

I პრემია – დავით ნაცვლიშვილი – „MShT-15“ (მტვერსასრუტის მისტერიული დრამა);
II პრემია – ალექს ჩიღვინაძე – „თქვენთანაც აბრახუნებენ?“;
III პრემია – „ხუთშაბათი“ – თამარ ბართაიას ჯგუფი.

კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და, ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.
კონკურსი მიხეილ თუმანიშვილის ფონდმა დააფუძნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები