„ჯეიმზ ჯოისის ,,ღამისთევა ფინეგანისათვის” – საჯარო ლექცია გაიმართება

20 დეკემბერს, 15:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება საჯარო ლექცია – „ჯეიმზ ჯოისის რომანი ,,ღამისთევა ფინეგანისათვის”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექცია ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2017 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის -„ჯეიმზ ჯოისის კვლევისა და თარგმნის ისტორია საქართველოში”  ფარგლებში.
გარდა საჯარო ლექციისა, ასევე გაიმართება ნახატების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი ჯეიმზ ჯოისის რომანის ,,ღამისთევა ფინეგანისათვის” შექმნილი ილუსტრაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები